რომლებიც მუდმივად ესხმიან თავს პროკურორს, ბრალდების მოწმეებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მათ.
“რამდენიმე კვირაა, მიდის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს პროკურორებზე გაუმართლებელი ზეწოლის პირობებში. დარბაზიდან ადგილი აქვს პროკურორების ხმამაღლა ლანძღვა-გინებას, წყევლა-კრულვას, ასევე, ბრალდების მოწმეების მიმართ ზემოქმედებას. ერთ-ერთ მოწმეზე ლამის მთელმა დარბაზმა ხელით გაიწია. ამ მხრივ, სასამართლოს მხრიდან არაადეკვატურ რეაგირებას აქვს ადგილი. სასამართლო, ნებსით თუ უნებლიეთ, ტოლერანტობას იჩენს დარბაზში დამსწრეთა მიმართ, რომელთა ქმედებაც ყოველგვარი ნორმის მიღმააა. ჩვენი მოწოდება პროკურორების მიმართ არის ის, რომ დადგნენ ემოციებზე მაღლა, მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ. სასამართლოს ევალება ამის აღკვეთა _ ეს არ არის რთული,” _ განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, უცხოელი დამკვირვებელი, რომელიც ახალაიას პროცესს დაესწრო, გაოცებული დარჩა სასამართლოს უმოქმედობით. კბილაშვილი სასამართლოს მოწმეებისა და პროკურორების დაცვისკენ მოუწოდებს.