_ როგორც ვიცი, ეს დათა ახალაიას არ გამოუქვეყნებია. წყარო, რომელთანაც მე მქონდა საუბარი, ამას არ მიდასტურებს. სანამ დათა არ დაადასტურებს თავად, ძნელია ამის თქმა. მე ვისაც ვესაუბრე, იმ ადამიანებს უნდა ცოდნოდათ და მეტყოდნენ იყო თუ არა ეს დათას განცხადება.
_ ადვოკატმა დაადასტურა, რომ წერილი დათა ახალაიას მიერ გამოქვეყნდა…
_ ვერ გეტყვით, ის ადვოკატი რას ადასტურებს, მაგრამ მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ _ რაზეც არის ამ განცხადებაში საუბარი და შინაარსი თუ ნამდვილია, ეს ინფორმაცია ყველაზე კარგად ვისაც ექნება და ეცოდინება არის ისევ და ისვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერსამსახურები. შესაძლებელია მათ ინტერესშია ამ თემის ასე გამოტანა. ზოგადად, კითხვები არსებობს და მე ამაზე ადრეც ვისაუბრე _ რატომ ხდება ის, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებს აძლევენ ვანო მერაბიშვილის თანაგუნდელები, მისი გარემოცვის წარმომადგენლები, მისი ყოფილი მოადგილე, ზურაბ არსოშვილი _ ასევე მისი ერთ-ერთი მარჯვენა ხელი. რატომ ვერ მონახა პროკურატურამ იგივე ბაჩო ახალაის გუნდიდან ვერავინ, რომელიც მისცემდა ვანო მერაბიშვილის წინაააღმდეგ ჩვენებას.
_ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მერაბიშვილს გაურიგდა?
_ ვერ გეტყვით, ეს ესე მარტივი სასაუბრო არ არის. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რომელსაც საბოლოო ჯამში უნდა გაეცეს პასუხი.