პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ გოგოტიშვილი, “გურია ნიუსის” კითხვაზე, თუ რატომ არ იყო ხალხის დიდი რაოდენობა მის მიერ წინასაწარ დაანონსებული ინფორმაციის შესაბამისად, (მისი თქმით, აქციაზე გურიიდან 1000 კაცზე მეტი მიდის და აქედან 500 ოზურგეთელი იქნებოდა. ავტ) მან ასე გვიპასუხა:
_ ძალიან ბევრი გუშინ წავიდა საკუთარი მანქანით, ბევრ _ მატარებლით, ზოგიც გზაზე დაგვხვდება.
მიდიოდნენ თუ არა აქციაზე საჯარო მოხელეები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირინა საჯაიამ განაცხადა, რომ აქციაზე წასვლას ვერავინ გაბედავდა.