მან რამდენიმე წუთის წინ მან გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის შემოსასვლესთან „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, რომლებიც ორი დიდი ავტომანქანით მოდიოდნენ აქციაზე, დააკავეს და არ უშვებენ.
ვაშაძემ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ თავი დაანებონ მსგავსი ფორმებით მოქმედებას და ადამიანები მოუშვან აქციაზე.
მისივე სიტყვებით, დღეს საფუძველი ჩაეყარა ახალ ეროვნულ მოძრაობას, რომელიც დაფუძნებული იქნება მხოლოდ სიყვარულზე.
მისი თქმით, ეს მოძრაობა ყველასთვის იქნება, როგორც ამას ქრისტიანული სარწმუნოება ასწავლის.
ვაშაძემ დასძინა, რომ ახალი ეროვნულ მოძრაობა არამც და არამც გულისხმობს რუსეთის სიძულვილს.