მისი განცხადებით, ახალი მთავრობა ცდილობს ტექნიკური უნივერსიტეტი ბათუმის მერიად გადააკეთონ და ახალგაზრდობა განათლების გარეშენ დატოვოს.
“ჩვენ ავაშენეთ და დავხარჯეთ დიდი თანხები იმისთვის, რომ ამ უნივერსიტეტში ახალგაზრდებს ტექნიკური განათლება მიეღოთ. ამათ კი უნდათ იქ შესვლა, აუდიტორიების კაბინეტებად გადაკეთება და ალბათ უკვე წარმოუდგენიათ, როგორ სხედან კაბინეტებში და ქრთამებს იღებენ.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბაღდადთში ახალგაზრდებთან შეხვედრისას.