– საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის მესამე ეტაპს (გასაუბრება), გურული აპლიკანტები 13-14 მაისს გაივლიან.
ოზურგეთიდან გასაუბრების გავლა მოუწევს ნინო ჩიტაძეს; მარინა ვაშალომიძეს; ირინა ინარიძეს; ლელა იმედაშვილს; ნათელა თოხაძეს; ქეთო მოსახლიშვილს და ქეთევან კვაჭანტირაძეს.
ჩოხატაურიდან გასაუბრებაზე გავლენ: მაია უნგიაძე; მანანა ჯინჭარაძე და შორენა სიხარულიძე.
ლანჩხუთიდან კი თორნიკე ცინცაძე; ნანა გიგინეიშვილი; მეგი იმნაძე; ნათია ურუშაძე და ლოლიტა ურუშაძე.