რონალდ ახალიამ, გუშინ, კინოს სახლში ბაჩანა ახალაიას მხარდასაჭერად გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უმცირესობაში რჩება. დღეს კი, პარლამენტში მისულმა დაანონსა, რომ ამ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას, საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს:
_ “დავრჩები თუ არა უმცირესობის რიგებში, საზოგადოება ამის შესახებ მოგვიანებით გაიგებს“, _ აღნიშნა როლანდ ახალაიამ.
ზუგდიდის მაჟორიტარმა შვილის სასამართლო პროცესზეც ისაუბრა და დასძინა:
_„ბაჩანა ახალაია უკანონო პატიმარია. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, სამართლიანი სასამართლოს პოზიციას დღეს ვერ ვხედავ“.