ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.
“დღეს, ჩვენ შევთხოვთ უფალს, ჯვარცმულსა, რათა გარდმოავლინოს ჩვენ ზედა დიდი წყალობა და მადლი უფლისა.
სიბრძნე ამბობს, ბრძენი ადამიანები ამბობენ _ ოი, მწუხარებაო, შენ ხარ საწყისი სიხარულისა. ოი სიხარულო, შენ ხარ საწყისი მწუხარებისა. ჯვარცმას მოსდევს აღდგომა. აღდგომას მოსდევს ამაღლება. ასეთია ადამიანის ცხოვრება. ასეთი არის ადამიანის ბედი. როცა ემთხვევით, შესთხოვეთ უფალს, თავმდაბლობა, მოთმინება და საქართველოს კეთილდღეობა.”
3 მაისს, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე აკურთხა მეფე ვახტანგ VI-ს და მეფე თეიმურაზ II-ის საფლავი.
“მომზადებულია სარკოფაგები. საფლავის ქვები მეფისა ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ისა, რომელიც იყო მამა ერეკლე II-ისა. ახლა ჩვენ ჩავალთ იქ, დაბლა, პირველ სართულზე და ვაკურთხებთ ამ საფლავებს.
ღმერთმა დაგლოცოთ! ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და საქართველოს!
ჩვენთან არს ღმერთი!” _ ბრძანა უწმინდესმა ილია II-მ.