სააგენტო timer.ge-ს ინფორმაციით, ფარესაშვილი, გავრცელებულ კადრებს მის ბოლო დროინდელ განცხადებებს უკავშირებს.
” მისივე განმარტებით, ის ბოლო ერთი თვის განმავლობაში სისტემატურად ამხელდა სამ პიროვნებას, კერძოდ გია ხუხაშვილს, შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძეს და გენერალური პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილს.
ფარესაშვილის თქმით, სწორედ ამ სამმა პიროვნებამ ჩაიგდო ხელში ის ბიზნესები, რაც “ნაციონალურ” მოძრაობას და “ვანო მერაბიშვილის კალანს” ჰქონდა. მას დიდი იმედი აქვს, რომ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრ პროკურორ არჩილ კბილაშვილს ინფორმაცია არ ჰქონდათ.
“რაც შეეხება “ხუხაშვილი-ხვედელიძე-ნაცვლიშვილის კლანს”, მათ ბიზნესები გადაიფორმეს ვანო მერაბიშვილის კლანისგან. მე 2006 წლიდან აქტიურად ვებრძოდი “ნაციონალურ მოძრაობას” და ამ კლანსაც კი არ მოსვლია თავში ასეთი რამ. მათაც კი არ უკადრებიათ ეს”, – განაცხადა ფარესაშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ მისთვის უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია გია ხუხაშვილის, ნათია მოგელაძისა და მისი მეუღლის “ბინძურ საერთო საქმეებზე”. ფარესაშვილი განმარტავს, რომ როდესაც ის შეხვდა ამ ადამიანს, სწორედ მისგან გაიგო, რომ მის შესახებ გავრცელდა რაღაც ვიდეომასალა ინტერნეტში. ფარესაშვილი არ ენობა ქართულ გამოძიებას და მოითხოვს საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლონ ეს კადრები.
“არ ვენდობი ქართულ გამოძიებას. საქმეში უკვე ჩართულია სახალხო დამცველი, საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეცა ეს მასალა”, – აღნიშნა მან და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმი ამ საქმეში გარეული არ არის. მან ასევე განმარტა, რომ საერთოდ არ იცნობს იმ ადამიანებს, ვინც კადრებში მასთან ერთად არის აღბეჭდილი” _ აღნშნავს სააგენტო.
ამ ბრალდებებს, ხუხაშვილი დღეს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა.
“მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ფარესიშვილისგან ბოლო პერიოდში ჩემი მისამართით მოვისმინე ბევრი ცილისმწამებლური განცხადება, მიმაჩნია, რომ მასზე კადრების გავრცელება არის წარმოუდგენელი დანაშაული.
თუ ადრე მეგონა, რომ ფარესიშვილი შეგნებულად აწარმოებდა ჩემს მიმართ ბინძურ კამპანიას, ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ მექმნება შთაბეჭდილება, რომ ის თვითონ გახდა კარგად დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი.
ახლა მხოლოდ მის ბოლო განცხადებას შევეხები და მინდა იცოდეს, რომ მოგელაძე ტელევიზორში მყავს ნანახი, ხოლო მისი მეუღლე საერთოდ არ ვიცი ვინ არის.
ვფიქრობ, რომ ამ ვიდეოს კვალი უნდა ვეძებოთ იქ, სადაც მისი დეზინფორმირება ხდებოდა.
ეს ყველაფერი აღარ არის მარტო მისი პრობლემა. ეს ჩვენი საერთო პრობლემაა.
ვთავაზობ მას შეხვედრას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ადვილად გავერკვევით ამ ისტორიაში.” _ აღნიშნულია გნაცხადებაში.