ეს ცვლილება ოფიციალურად დღეს დაფიქსირდა. როგორც თავად ნათია იმნაძემ გვითხრა, მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმების თაობაზე განცხადება შეიტანა, ამის შემდეგ გაიარა გასაუბრება, ორი თვის შემდეგ კი დაუკავშირდნენ და დღეს უკვე ოფიციალურად დაინიშნა პრესსამსახურში.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, რეორგანიზაციის შედეგად პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ეთერ ჭყონიაც გათავისუფლდა სამსახურიდან. როგორც გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ, ვახტანგ ზენაიშვილმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გვითხრა, პრესსამსახურს სულაბერიძე უხელმძღვანელებს, თუმცა როდის დაინიშნება ის ოფიციალურად, ჯერჯერობით, უცნობია.