ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები უნდობლობას უცხადებენ მერის შესარჩევ საკონკურსო-საატესტატო კომისიას. დავით გოგისვანიძის განცხადებით კომისია არაობიექტური იქნება.
_ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველანაირ ვალდებულებას იხსნის ამ კომისიის წინაშე. ვეჭვობ, რომ ქალაქის მერი სუბიექტურად იქნება შერჩეული. თუ ვცდები ამაზე ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ეჭვი მეპარება, _ განაცხადა დავით გოგისვანიძემ.