სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ნარკოტიკის საერთო წონა 6,26 გრამია, მასში შემავალი ჰეროინის – 2,217 გრ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა) მიმდინარეობს.