რამდენიმე წუთის წინ დაასრულა კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრებთან შეხვედრა, სადაც 2013 წლის კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობდნენ. ბიზნეს ცენტრიდან გამოსულმა პოლიტსაბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი შეთახმდნენ საპრეზიდენტო კანდიდატზე.
სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, შეთახმდნენ იმ კანდიდატზე, რომლის შესახებაც ხშირად საუბრობდნენ.
რამდენიმე წუთის წინ, “გურია ნიუსის” კითხვაზე _ განიხილებოდა თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა, თავად მარგველაშვილმა გვიპასუხა _ “არ ვიცი”.