მგზავრმა, ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი, ძვირადღირებული მობილური ტელეფონების ქვეყანაში საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანა სცადა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 47194 ლარი შეადგინა. შესაბამისად, რადგან საქონლის ღირებულებამ 15 ათას ლარს გადააჭარბა, საქონელი საქმის მასალებთან ერთად,შემდგომი მოკვლევის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.