,,შეკითხვები იყო სხვადასხვა ტიპის, შეეხებოდა საგაზაფხულო პროგრამას. იყო, როგორც მაღაზიებზე, ასევე პროცესებზე, სიებზე. ჩემი აზრით, ყველაფერზე გვქონდა პასუხი.
მინიმალური, 100-ლარიანი დახმარება, ჩემი აზრით, საკმაოდ მისაღები და კარგია. რაც შეეხება მაღაზიებში სხვაობებს, მე დეტალურად ავხსენი, თუ როგორ მოხდა მაღაზიების შერჩევა. ქვეყნის მასშტაბით, 884 სხვადასხვა წერტილი იყო ჩართული პროცესში. ჩვენი აზრით, პროგრამა არის წარმატებული, უპრეცედენტო. ვფიქრობ, ამ მასშტაბის პროგრამა ქვეყანაში არ განხორციელებულა, 715 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო პირდაპირი სასოფლო-სამეურნეო დახმარება.
ძირითადი ხარვეზი ამ პროგრამისა იყო ის, რომ, სამწუხაროდ, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს ხარისხიანი სიების მოწოდება. მათ, რეალურად, 3-ჯერ მიეცათ საშუალება, რომ გადაემოწმებინათ და წარმოედგინათ დამატებითი სიები. რაღაც რაოდენობა ადამიანების, სავარაუდოდ, შეიძლება გამორჩენილი იყოს.
ტრაქტორები საკმაოდ ოპტიმალურად არის გადანაწილებული მთელი ქვეყნის მასშტაბით, უდიდესი ნაწილი ფართობისა დახნულია. ამინდთან დაკავშირებული პრობლემები იყო. თუმცა მიწები კვლავ იხვნება და მთელ რიგ რეგიონებში ტექნიკა მუშაობს. განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში“, _ განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, შალვა ფიფიამ