საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურეობრივი შემოწმების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლდა №8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი დათო პოლიკარპეს ძე ხუროძე.
ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი, დათო ხუროძე 2009-2012 წლების პერიოდში №8 დაწესებულებაში შესახლებულ მსჯავრდებულებს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ახდენდა მათზე ძალადობას და არღვევდა მსჯავრდებულთა უფლებებს.
დასკვნის ასლი შემდგომი მსჯელობისთვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას.
აღსანიშნავია, რომ დათო ხუროძე, მეტსახელად „ხონსკი“, მოხსენიებულია საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მოხსენებაშიც.