“ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ პრაიმერს, რათა საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, თვითონ დააკვირდეს, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ლიდერებისგან ვინ რა პლატფორმაზეა, ვინ რა განზრახვით მოდის პოლიტიკაში და ვინ რამდენად ადეკვატურია იმ პრობლემებთან მიმართებაში, რაც დღეს ხალხს აწუხებს. ამიტომ ეს იქნება ძალიან გამჭირვალე და ღია პროცესი, რომლის მსგავსიც დღემდე არ ჩატარებულა. ჩვენ გვინდა დავნერგოთ სტანდარტი, რომ კანდიდატის არჩევა არ იყოს დამოკიდებული ერთ, ორ ან ხუთ პიროვნებაზე და ეს იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ღია პროცესი. ამიტომ პრაიმერი ნამდვილად იქნება. ვინ მიიღებს პრაიმერში მონაწილეობას, ჯერჯერობით, ვერ დაგიდასტურებთ. ვიცით ორი კანდიდატი, რომელებმაც თავად გამოთქვეს ამის სურვილი: გია ბარამიძე და ზურაბ ჯაფარიძე ამიტომ, ამ ორ ადამიანზე გიდასტურებთ იმიტომ, რომ თავად საჯაროდ განაცხადეს პრიამერში მონაწილეობის შესახებ. ინფორმაციას ჩემს საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით არ გიდასტურებთ,”_ განაცხადა დავით ბაქრაძემ “გურია ნიუსთან” საუბრის დროს.