და აღნიშნავს რომ სხვა ქვეყნების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების რისკი ამ ფონზე იზრდება და ამით მხოლოდ რუსეთი რჩება მომგებიან პოზიციაზე.
“ძალიან მარტივია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ლოგიკის და რიტორიკის აზრის გარკვევა. ფაქტობრივად, ხდება ის, რომ ერთ სახელმწიფოს, ერთ სუბიექტს, როგორც კონფლიქტის მონაწილეს და მხარეს, რუსეთს აძლევს ხელს და მის წისქვილზე ასხამ წყალს. როცა შენ საკუთარი ქვეყნის ტერიტოირების ოკუპირების პროცესს დასვამ კითხვის ნიშნის ქვეშ და თავადვე დაიწყებ გამოძიებას, რა თქმა უნდა, ამით ხელს უხსნი შენს ოპონენტს შესაბამისი რიტორიკის, შესაბამისი საუბრის დასაწყებად, რაც მის პოზიციებს ამყარებს. ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან მაშინებს ის პროცესი, რომ რეალურად დაიწყოს აღიარების პოლიტიკა მსოფლიოში, რაც იქნება მართლაც მიუტევებელი დანაშაული და შეცდომა ჩვენის მხრიდან,“ _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებულ მიმართვასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს მთავრობას ღია წერილით მიმართა, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2008 წლის ომის გამოძიებაზე მუდმივი აპელირება ზრდის ოკუპირებული რეგიონების სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან აღიარების რისკს.