_ ამ კლუბმა ბევრი კეთილი საქმე გააკეთა. გამოგვეყო ექიმები და აპარატურა, 1600 ქალბატონამდე გაესინჯა ლანჩხუთში მკერდისა და საშვილოსნოს სიმსივნური დაავადბების პრევენციის მიზნით. აქედან, 35 პირველი სტადია გამოვლინდა და ვიცით, რომ 80% არის განკურნებადი; პერიოდულად ვაკეთებთ კვლევებს. ასევე ვატარებთ მარათონს და იქედან შემოსული თანხით ვეხმარებით ქალბატონებს. ამას წინ მარათონი ჩავატარეთ, რომლის მთავარი მიზანი იყო ის, რომ ლანჩხუთელ ია ჩხაიძს დავხმარებოდით სრული ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებელი თანხის შეგროვებაში.
მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროგრამა დიდხანს გაგრძელდება, _ ამბობს ამავე კლუბის ხელმძღვანელი, მზია კვირკველია.
“გამარჯვებულ ქალთა კლუბის” დასახმარებლად, ცოტა ხნის წინ, მაია ბარათაშვილმა საქველმოქმედო კონცერტი გამართა, რომელზეც ლანჩხუთში მცხოვრები სიმსივნით დავადებული ქალბატონებიც იყვნენ მიწვეულები.
სიმსივნით დაავადებულ ქალთა დასახმარებლად, მორიგი მარათონი ლანჩხუთში15 ივნისს გაიმართება და ურეკი-ჯიხეთის გადასასვლელამდე მანძილი იქნება დაფარული. შუალედიში, მონაწილეები ჩიბათის ეკლესიაში შეჩერდებიან, შემდეგ ავლენ ჯიხეთის დედათა მონასტერში. მარათონიდან შემოსული თანხით სიმსივნით დაავადებულ ქალებს გაეწევათ დახმარება.