პრეზიდენტის შენიშვნები ერთთვიანი ვადის გაზრდას ეხებოდა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა არ იზიარებს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი ძაგნიძის თქმით, როდესაც ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის გარკვევა ხდება, ვადა ისეთი უნდა იყოს, რომელიც საკმარისი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოსატანად.
“სხვა სამართალწარმოებას თუ ავიღებთ, ადმინისტრაციულს ან სამოქალაქოს, აქ შემჭიდროვებული ვადები ნამდვილად არ არის. სასამართლოს საკითხის ყოველმხრივ შესწავლის, მხარეებს თავიანთი პოზიციების წარმოდგენისა და პროცესზე მესამე პირთა ჩართულობის უზრუნველყოფის საშუალება უნდა მიეცეთ.”
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტით საკონსტიტუციო სასამართლოს სადაო აქტზე გადაწყვეტილების მისაღებად 30 დღიანი ვადა ეძლევა. რაც პოლიტიკური ოპონენტების დავის საგანი გახდა.