მისი თქმით, ეს იყო ბოროტების და სისასტიკის გამოვლინება.
“რაც ხდება, ეს არის ტოტალური სიბნელის, ბოროტებისა და სისასტიკის გამოვლინება. ძალიან მძიმეა ამის ყურება, როდესაც ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებენ სასულიერო პირები, ისინი არ ერიდებიან ცემა-ტყეპაში და სისასტიკეში ბავშვების ჩართვას. ეს ყველაფერი იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც საქართველოში ყოველდღე ვადევნებთ თვალს. პოლიტიკის ჩვეულებრივი ნაწილი გახდა ლინჩის წესით გასამართლება, ცხვირ-პირის გაერთიანება, ცემა-ტყეპა, გატყავება. მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები თვითონ წაახალისებენ ძალადობას, სწორედ ეს არის იმის გამოხატულება და იმის მიზეზიც, რომ ქვეყანაში დაისადგურა სიბნელემ. ამას ჭირდება პასუხი და სახელმწიფო, რომელიც პასუხს გასცემს აგრესიას. მაგრამ, მაშინ როდესაც, დღემდე არ არიან დასჯილნი სისასტიკეში ბრალდებული პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები და პირიქით, მათ ქება-დიდებით მოიხსენიებენ. სამწუხაროა, რომ სწორედ ამას ასეთ სავალალო და ტრაგიკულ შედეგამდე მივყავართ,” _ განაცხადა თაქთაქიშვილმა