“ჩვენ ქართველები ვართ და არა ამერიკელები!” “ძირს მამათმავლობა!” _ ამ სახის ლოზუნგებს სკანდირებდნენ ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში შეკრებილი მოსწავლეები. მათივე თქმით, ისინი მართლმადიდებელ მოსწავლეთა გაერთიანების “ერთსულოვნების” წევრები არიან და მათი დღევანდელი აქცია ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველთა წინააღმდეგ იყო მიმართული.
მოსწავლეები თავდაპირველად ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში შეიკრებნენ და შემდეგ ქუჩაში მსვლელობა მოაწყვეს. აქცია გამგეობის შენობასთან დასრულდა.
“შემოგვიერთდით ყველა, ვისაც გული გეწვით ამ უმსგავსობის გამო” _ ასე მოუწოდებდნენ აქციის მონაწილე ბავშვები ქუჩაში გამვლელებს.