გამოძიებამ დაადგინა, რომ ავტომანქანაში 5 ადამიანი იჯდა, მათ შორის, სამი არასრულწლოვანი, რომელთაგან ორი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და კრიმინალისტიკური სამსახური. დაშავებული მოზარდი გადაყვანილია მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. ზუსტი მიზეზების დასადგენად ტარდება სატრანსპორტო და ტრასოლოგიური ექსპერტიზა.
გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით).