ამის შესახებ “გურია ნიუსს” უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა. მისი თქმით, უმცირესობა კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და ამიტომ შესთავაზეს მათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ემსჯელათ ქვეყანაში მიმდინარე საგანგაშო პროცესებზე. კითხვაზე, მიიღებს თუ არა უმცირესობა მონაწილეობას რიგგარეშე საპარლამენტო სესიებში, რომელიც ცხრა ივლისიდან დაიწყება, ვაშაძეს პასუხი არ აქვს,
“ჯერ ისევ ბოიკოტის რეჟიმში ვართ და მერე შევხედავთ. ჩვენ ამიტომ შევთავაზეთ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დავით ბაქრაძე იქნება ჩვენი წარმომადგენელი და ერთად ვიმსჯელოთ იმ ძალიან საგანგაშო მოვლენებზე, რომელიც ქვეყანაში ვითარდება,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, საპარლამენტო უმცირესობამ სესიებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. უმცირესობის პროტესტი თბილისის მერიის თანამშრომლების დაკავებამ გამოიწვია, რომელთაც ბრალი კორუფციულ გარიგებებში ედებათ. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ეს მათ პარტიაზე თავდასხმაა.