კობახიძის განცხადებით, მას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, მუშაობენ თუ არა თავდაცვის სამინისტროში ის ადამიანები, რომლებიც წამების კუთხით არიან გასამართლებულები და როგორც ამას კილაძე ამტკიცებს. კობახიძის განცხადებით, მან ამის შესახებ თავდაცვის მინისტრს მიმართა და აუცილებლად გაარკვევს, შეესაბამება თუ არა ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს.
“მე მივმართე ბატონ ირაკლი ალასანიას და ვთხოვე, გაერკვია ეს საკითხი. აუცილებლად გავარკვევ, მუშაობენ თუ არა თავდაცვის სამინისტროში ის ადამიანები, რომლებიც წამების კუთხით არიან გასამართლებულები. მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, თუმცა, თუ ეს მართლა ასეა, ეს არის ძალიან ყურადსაღები და შემაშფოთებელი ფაქტი. მე, როგორც დეპუტატი, დავინტერესდები ამ საკითხით. არ მგონია, რომ თავდაცვის სამინისტროში ასეთი ადამიანები მუშაობდნენ. ეს ფაქტი არ ვიცი დადასტურებულად და აუცილებლად გადავამოწმებ _ ვიცი მხოლოდ ჟურნალისტებისგან,” _ განაცხადა მანანა კობახიძემ.
საუბარია ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროში დღემდე მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც ადამიანის წამების კუთხით არიან გასამართლებულები.