და განაცხადა, რომ სტადიონის რეკონსტრუქცია მაისის ბოლოს დაიწყებოდა. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო ეს არ მოხერხდა.
3 ივლისს, კარლო ლეკვეიშვილი სპეციალისტებთან ერთად ისევ ეწვია ლანჩხუთს. მან ადგილზე კიდევ ერთხელ დაათვალიერა ევგრაფ შევარდნაძის სახელობის “გურიას” სტადიონი. ინფრასტრუქტურისა და არქიტეტქტურის გამგეობის სამსახურთან ერთად განიხილა იმ სამუშაოების პროექტი, რომელიც, მისი თქმით, სტადიონზე მომავალი კვირიდან დაიწყება.
როგორც ასოციაცია “ატუ”-ს სამუშაოების მწარმოებელმა სოსო ბოლქვაძემ გვითხრა, მომავალი კვირიდან დაიწყება სამუშაოების პირველი ეტაპი, რაც ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გასახდელების, საკონფერენციო დარბაზების და ა.შ. მოწყობას.