რაც მომავალში ტრადიციად დამკვიდრდება. კვირეული 9 ივლისიდან იწყება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, მერაბ ქვარაია: “ღონისძიებებს ექნება სულიერი დატვირთვა, რომლის მიზანია, მოსახლეობას გააცნოს ის სიწმინდეები, რაც დაცულია ქალაქში. ვლაქერნობის დღესასწაულზე ზუგდიდში ველოდებით საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს და მომლოცველებს ქვეყნის სხვადსხვა კუთხიდან.”
გამგეობის ცნობით, დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
9 ივლისს, სამხატრო გალერეაში ზუგდიდელი მხატვრების ნამუშევრები გამოფენა;
10 ივლისს, შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში მოეწყობა დოკუმენტური ფილმების “მიწის სჯული“ და “ქრისტეს დედულეთი“ ჩვენება:
11 ივლისს, სამხატვრო გალერეაში ლიტერატურული საღამო “ვლაქერნობა“ გაიმართება;
12 ივლისს, დადიანების ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში სამეცნიერო კონფერენციაა დაგეგმილი,
13 ივლისს, ზუგდიდის თეატრში შესრულდება ლიტერატურული კომპოზიცია “წმინდა ანდრია პირველწოდებული და საქართველო“:
14 ივლისს, დადიანების სასახლის ეზოში ქართული საგალობლების და ხალხური სიმღერის ფესტივალი “ვლაქერნობა“ გაიმართება;
15 ივლისს, ვლაქერნობის სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად ღვთისშობლის კვართის გადმოსვენება მოხდება ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში.
ზუგდიდში შვიდი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღინისძიებები გაიმართება.