მათი განცხადებით, სახლები დაკარგეს და ბანკები მათთვის პროცენტების მოთხოვნას ისევ არ ერიდებიან _ ერთადერთი, რაც ჰქონდათ, სახლი იყო და ისიც ბანკებმა წაართვეს.
აქციაზე ინციდენტიც მოხდა _ ერთ-ერთი იპოთეკარი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გახდა საჭირო.
“ჩვენ ვართ პრობლემური სესხებით დაზარალებულები. არც სამსახური გვაქვს, არც სახლი, არც შემოსავალი. ის ჩადებული ქონება ერთ-ერთ თავშესაფარი იყო ჩვენთვის. მაგათ უნდათ, ხალხს წაართვან თავშესაფარი და შემოიყვანონ უცხო ჯიშის ხალხი. ვართ მშიერ-მწყურვალნი, საკუთარი სახლებიდან გვასახლებენ. ვითხოვთ დაბალპროცენტიან სესხებს იმისთვის, რომ შევძლოთ ქონების გამოსყიდვა,” _ აცხადებენ იპოთეკარები.