რაც შეეხება არჩილ კბილაშვილის მოწვევას საკანონმდებლო ორგანოში, ხიდაშელი აღნიშნავს, რომ პროკურორის დაბარება ადვილად არ ხდება _ ამისთვის გარკვეული რეგლამენტის დაცვაა საჭირო.
“მთავარი პროკურორის დაბარება ასე არ ხდება. ამიტომ უმცირესობის წევრებს მიეთითათ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ რეგლამენტის შესაბამისად იმოქმედონ. იმედი მაქვს, ამას მაინც არავინ დაგვაბრალებს. 2012 წლის მოწვევის პარლამენტში არც ერთი თანამდებობის პირის მოსვლის პრობლემა არ არის. მათ შორის, უმცირესობასთან შეხვედრაც. ყველა ყოველთვის მოდის პარლამენტში და კითხვებს პასუხებს სცემს,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა, მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის პარლამენტში მისვლა მოითხოვეს.