და მისგან “დაუნის” დამაკნინებელ სიტყვად მოხსენიების გამო ბოდიშის მოხდას საჯაროდ მოითხოვენ.
საქმე იმაშია, რომ ექსპერტი მიხეილ თავხელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა “ნანუკას შოუს” მომავალ გადაცემას, რომელშიც იქნება საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ და უარყოფითად შეაფასა ჟურნალისტის კომპეტენცია.
ნანუკა ჟორჟოლიანმა უპასუხა: “მხოლოდ მიხარია, როდესაც თქვენნაირი მარგინალი ნაცები მაკრიტიკებენ, ეს ერთი. მეორე იმიტირებულ ქრონიკაზე რას ფიქრობ, ნათიას რომ მიყავდა : )) და მესამე, დაუნებისთვის, არსებობს ოპრას და ელენის გადაცემები, სადაც ყველა პრეზიდენტი დადის.”
ეს მიმოწერა გასაჯაროვდა სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების ვებ-გვერდებზე და საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
“არავის, მათ შორის ცნობილ ჟურნალისტებს, არ აქვს უფლება დამაკნინებელ კონტექსტში გამოიყენონ დაუნის სინდრომის სახელწოდება. მსგავსი შემთხვევები შეურაცხყოფს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებას და აძლიერებს საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა მიმართ არსებულ სტერეოტიპებს,” – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდას ელიან.