“შეძრწუნებულია, ყველა ალბათ, ვინც თენგოს იცნობს და ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით ედგა. მათთვის, ალბათ, წარმოუდგენელია ყველა ეს ბრალდება. მთელი პერიოდი, როცა მისთვის ბრალდებების წაყენება დაიწყო ჯერ ნარკოტიკებთან დაკავშირებით, სწორედ მეგობრების დახმარებით გადავიტანეთ. დღესაც მათი იმედი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ მალე, ალბათ, გაირკვევა ყველაფერი. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებს, ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ადვოკატები ჩათვლიან საჭიროდ”, _ განაცხადა თეა ჭაბუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გუნავას მხარდასაჭერი აქციები გაიმართა თბილისსა და ქუთაისში. ზუგდიდში კი აქცია ამჟამადაც მიმდინარეობს. კომენტარებს აქციის ორგანიზატორებისგან აქციის დასრულების შემდეგ მოგაწვდით.