პროექტი”მოხალისეები დაცულ ტერიტორიებზე” დაცული ტერიტორიების სააგენტოს, თავისუფალ უნივერსიტეტსა და აგრარულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ტარდება.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები დაცული ტერიტორიებზე მიმდინარე საქმიანობებს გაეცნობიან. მათ მიერ უშუალოდ შესრულებული იქნება დაცული ტერიტორიებზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები, ადმინისტრაციული საქმიანობა, დასუფთავების აქციები, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ვიზიტორთა მომსახურებისა და სამეცნიერო კვლევა-მონიტორინგის საქმიანობები. ასევე ისინი ჩართულები იქნებიან მიმდებარედ დასახლებული პუნქტებში განლაგებული საოჯახო სასტუმროების სერვისების უზრუნველყოფაში და სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში.
პროექტს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), რომელიც, პროგრამის დაწყებამდე, მონაწილეთა ტრეინინგს სხვადასხვა გარემოსდაცვითი თემატიკით უზრუნველყოფს.
პროექტი, რომლის მიზანი ახალგაზრდების გარემოსდაცვითი და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებაა, 10 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტომდე გაგრძელდება.