“როდესაც ჩვენ ეს ვიდეო კადრები აღმოვაჩინეთ, თავიდანვე გადაეცა საგამოძიებო უწყებას. ერთობლივი გამოძიება მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია პროკურატურა, თუმცა, ეს ის მასალები არ არის, რომელიც მოგვიანებით აღმოაჩინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებმა. ეს სხვადასხვა მასალებია, თუმცა რამდენადაც მე ვიცი, დამგეგმავები და გამხორციელებლები, სავარაუდოდ, ერთი ჯგუფია _ როგორც კონსტიტუციური უსაფრთხოების, ასევე, სამხედრო პოლიციის ერთი და იგივე ფიგურანტები. მიგრაცია ხდებოდა ერთი უწყებიდან მეორეში. ვინც კი სავარაუდო ეჭვმიტანილი შეიძლება იყოს ასეთ ქმედებებში, არც ერთი მათგანი არ დარჩა სამხედრო პოლიციაში,” _ განაცხადა მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, თავდაცვის აკადემიაში იქმნება სამხედრო პოლიციის სპეციალური კურსი, რომლის გავლის გარეშეც ვერც ერთი სამხედრო ვერ იმუშავებს სამხედრო პოლიციაში.