მისი განცხადებით, ვიცე-გუბერნატორის სავარძელს, ამჯერად ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე დაიკავებს. ძოწენიძე ქუთაისი მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად, თანამდებობრივი მოვალეობის უხეში დარღვევისთვის გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ იმერეთის ვიცე-გუბერნატორის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ეს უკანასკნელი ყოფილმა “ნაციონალმა” და ახლა უკვე “პატრიოტმა” გოჩა თევდორაძემ დატოვა. თანამდებობის დატოვების შემდეგ, გოჩა თევდორაძემ თანამოაზრეებთან ერთად ახალი პარტია _ “საქართველოს პატრიოთა ალიანსი” შექმნა.