და ამბობს, რომ გარდაცვლილ მამუკა მიქაუტაძის გვამს დაზიანებები აღენიშნებოდა.
“ის, რომ სამხარაულის საექსპერტო ბიუროს დასკვნა სწორი არ არის, ეს უკვე დადასტურებულია ალტერნატიული ექსპერტიზის მიერ, სადაც აღნიშნულია, რომ მიქაუტაძეს სხეულზე აქვს დაზიანება, რომელიც, სავარაუდოდ, იმ დროს უკავშირდება, როდესაც ის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. სამხარაულის საექსპერტო ბიუროს დასკვნაში თუნდაც იმის გამო შეიძლება ეჭვის შეტანა, რომ მან ეს ერთეული დაზიანებაც კი არ დააფიქსირა და აქედან გამომდინარე, რატომ უნდა ვენდოთ ამ დასკვნას? გარდა ამისა, ფიზიკური დაზიანება არ არის მხოლოდ ერთი უკანონო ქმედება, რაც შეიძლება ადამიანს მიადგეს საგამოძიებო მოქმედების დროს _ ფსიქოლოგიური ზემოქმედებაც ასევე არასწორი ქმედებაა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ იმიტომ არ ჩავატარეთ გვამის შინაგანი გამოკვლევა, რომ გარეგანი დათვალიერებითაც დასტურდებოდა ფიზიკური ზეწოლის კვალი,” _ აცხადებს კახა კოჟორიძე “გურია ნიუსთან”.
“გურია ნიუსი” შპს “ვექტორის” დამოუკიდებელ ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც საია-ს მოწვევით მამუკა მიქაუტაძის გვამის გარეგანი დათვალიერება მოახდინა.
ექსპერტი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სამხარაულის საექსპერტო ბიუროდან სხვა შედეგს არც ელოდა: “ეგენი ახალს არაფერს არ აკეთებენ. დაზიანება, რაც მიქაუტაძის გვამზე ფიქსირდებოდა, ჩემს დასკვნაში დავაფიქსირე. სხვა შედეგს სამხარაულის ბიუროდან არც ველოდი”.