იდენტობის იურისტის ნინო ბოლქვაძის განცხადებით, კომიტეტის დასკვნაში არ მოხვდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც დასკვნის მნიშვნელოვანი მხარე იქნებოდა. ბოლქვაძის თქმით, იდენტობა დასკვნას იწუნებს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, მომავალ წელს კვლავ გაიმართოს ტრანსფობიის წინააღმდეგ აქცია, სადაც აქციის მონაწილეები ვერ იქნებიან სათანადოდ დაცულები.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული დასკვნა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს და სასულიერო პირებს გააცნეს.