რომელიც აღსრულების გადავადებას ითვალისწინებს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების საკითხზე. საკანონმდებლო ცვლილება სააღმსრულებლო პროცედურების 2014 წლის თებერვლამდე გადავადებას გულისხმობს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში აღნიშნულ კანონპროექტს მხარი სრული უმრავლესობით დაუჭირეს, ხვალ კი პარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიტანენ და მოისმენენ.
“ბაზა უნდა გაკეთდეს, ყველა ადამიანის აღრიცხვა უნდა მოხდეს, მიზეზები გაირკვეს და შემდგომი კანონპროექტების მომზადებაც ამ ბაზაზე უნდა მოხდეს. მე მაქვს ერთჯერადი შემთხვევები, როცა ვიღაც თაღლითები მუშაობენ იმაზე, რომ ხალხი გამოასახლონ. თუ ეს სქემები გაიშიფრება, შეიძლება რაღაც სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დავხვეწოთ მაგ კუთხით. იპოთეკა ხომ ყიდვა-გაყიდვა არ არის და როდესაც ადამიანი სამთვიან იპოთეკას გიფორმებს და მერე გართმევს ქონებას, ეს ხომ არაფერში არ წერია?!” _ განაცხადა”ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ.