კობახიძის განცხადებით, თუ საგამოძიებო სისტემა არ არის, მზად მსგავსი ტიპის დაკითხვები აწარმოოს, მაშინ ახალი წესების ამოქმედების გადავადება გონივრული იქნება.
“მთავრობას აქვს ძალიან სერიოზული არგუმენტები, თუ რატომ ითხოვენ ისინი მოწმის სასამართლოში დაკითხვის წესის გადავადებას. ვფიქრობ, ამაზე ძალიან სერიოზული დისკუსია იქნება. მთავრობის პოზიცია სათანადოდ შესაფასებელია. თუ კი სამართალდამცავი უწყებები არ არიან ჯერ ამისთვის მზად და თუ ეს სერიოზულ წინაღობას შექმნის დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, ალბათ, გადაწევა უფრო უპრიანი იქნება. რა თქმა უნდა, მოწმის დაკითხვის წესებს არაფერი ემუქრება _ აქ საუბარია ვადების გადაწევაზე,” – განაცხადა მანანა კობახიძემ მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადებზე.