და ამ პროექტის მონაწილე ორგანიზაციებს განცხადებით მიმართავს. შეგახსენებთ, რომ პროექტის მონაწილე ორგანიზაციებია: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC); ინტერნიუს-საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“გაცნობებთ, რომ CRRC-ის მიერ ჩატარებული შუალედური კვლევა, რომელიც თქვენს საიტზეა განთავსებული (კვლევა 15 მაისიდან 15 ივნისამდე პერიოდს მოიცავს) “მეცხრე არხის” მიმართ არ ასახავს ობიექტურ სურათს.
“15 მაისიდან 15 ივნისამდე პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების უმეტესობა ყველა არხის საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა, თუმცა, გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როცა რომელიმე არხმა საღამოს გამოშვებაში არ გააშუქა საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავი. მაგალითად, “მეცხრე არხზე” არ გავიდა სიუჟეტი ჯარისკაცების მოწამვლის შესახებ და არ გაშუქდა პრეზიდენტის განცხადება ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის შესახებ. ასეთი შერჩევა არხის ზოგად პოლიტიკასა და გარკვეულ ტენდენციურობას ასახავს.” – ნათქვამია კვლევაში, რომელიც თქვენი სახელით გავრცელდა სხვადასხვა საინფორმაციო პორტალზე.
მინდა გაცნობოთ, რომ 15 მაისიდან -15 ივნისამდე პერიოდში ტელეკომპანია “მეცხრე არხის” საინფორმაციო გამოშვებებში “ახალი” ყურადღება დაეთმო შემდეგ თემებს:
6 ივნისი: ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ბრიფინგი მთავარი (21 სთ) გამოშვების ბოლოს იყო.
ამავე გამოშვებაში წამყვანმა წაიკითხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის განცხადება ვიდეორგოლზე, რომელიც ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების განადგურების მუქარას შეიცავდა.
ამავე დღეს, 24 სთ გამოშვებაში გავიდა პრეზიდენტის მიმართვის და ბარნოვის პრესკონფერენციის ვიდეომასალაც.
8 ივნისი: 12 სთ გამოშვებაში გავიდა პრეზიდენტის ფეისბუქზე გავრცელებული წერილი ნატოს გენერალური მდივნის სახელზე, სადაც სააკაშვილი რასმუსენს ვიდეორგოლის წარმომავლობის დადგენაში დახმარებას სთხოვს.
18:00 სთ გამოშვებაში კი პრეზიდენტის მიმართვა და სამძიმარი – (ინტერვიუს სახით).
ამავე დღეს, 24:00 სთ გამოშვებაში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ სიუჟეტში არის პრეზიდენტის განცხადება გამოყენებული.
9 ივნისი: 12:00 სთ გამოშვებაში ჯარისკაცების ჩამოსვენების ცერემონიაზე პრეზიდენტის დასწრების შესახებ წამყვანის ტექსტი და კადრებია.
15 სთ გამოშვებაში კი პრეზიდენტის ფეისბუქის განცხადება უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ, რომლის მთავარი თემაც ქართველი ჯარისკაცების მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელებაა.
18 სთ გამოშვება – პრეზიდენტის ფეისბუქის განცხადება უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ, რომლის მთავარი თემაც ქართველი ჯარისკაცების მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელებაა.
ჯარისკაცების პანაშვიდი სამებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილიც იმყოფება (პირდაპირი ეთერი)
12 ივნისი : 13-14 სთ საინფორმაციო გამოშვებები ეთერში გავიდა ჯარისკაცების მოწამვლის შესახებ, რომელსაც მოსდევდა ირაკლი სესიაშვილის ოფიციალური კომენტარი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ “მეცხრე არხზე” ახალი ამბები ეთერშია საათში ერთხელ , რაც გვაძლევს საშუალებას, რომ “ახალი 9-ზე” მაყურებლისთვის განსაკუთრებული და განსხვავებული თემებით დავტვირთოთ.
ასევე გაცნობებთ, რომ ახალი ამბების შოუ “ღია თამაში” , რომელსაც “მეცხრე არხის” ახალი ამბების დეპარტამენტი ამზადებს, ისეთივე ძირითადი გამოშვება და პრიორიტეტია ტელეკომპანიისთვის, როგორც “ახალი 9 საათზე”
გთხოვთ, ყურადღებით მიადევნოთ თვალი “მეცხრე არხს” და აღნიშნულ კვლევაში მყისიერად შეასწოროთ ინფორმაცია”, _ ნათქვამია განცხადებაში.