მისი განცხადებით, ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული პატიმრების დანაშაულთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პრეზიდენტის შეწყალებულ პატიმართა მიერ ჩადენილი დანაშაულობები. ბესელიას თქმით, გასულ წელთან შედარებით დანაშაული შემცირებულია და ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც ადასტურებს.
“ტყუილია, რომ ამნისტიის შედეგად გაზრდილია დანაშაულობები. ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკა და ექვსთვიანი შედეგების მიხედვით, დანაშაულის რაოდენობა გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით, 3 000-ით შემცირებულია, დანაშაულის გახსნის კოეფიციენტი გაორმაგებულია. ამასთან, გამოიკვეთა, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების მხრიდან გაცილებით დიდია დანაშაულის ჩადენის რაოდენობა. ეს არის ციფრები და ამ ციფრების საპირისპიროდ თუ “ნაციონალური მოძრაობა” სხვა რამეს ამბობს, უბრალოდ, მათ უნდათ, რომ ეს ტყუილი ილაპარაკონ,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ.