რომლებიც რუსთვის ციხეში იხდიან სასჯელს. ბესელიას განცხადებით, მისი კომიტეტი ოფიციალურ წერილს ამზადებს, რომლის თანახმად, ციხეში შესვლის და პატიმრებთან გასაუბრების უფლება მიეცემათ.
“ორივე შემთხვევა უნდა შეისწავლოს სასჯელაღსრულების სამინისტრომ. ველოდებით კონკრეტულ ინფორმაციას, ეხება თუ არა ვადამდე ადრე გათავისუფლება ან შეღავათი ამ პატიმრებს. თუ ვინმეს უფლება დაირღვა, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი რეაგირება,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ.
რუსთავის სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებაში ორმა პატიმარმა პირი ამოიკერა და და შიმშილობა დაიწყო. პატიმრები თავიანთი საქმეების გადახედვას მოითხოვენ. ისინი სასჯელს ყაჩაღობის მუხლით იხდიან.