აღნიშნული ფაქტი პოლიციამ დღეს, ჯანგველაძის დაკავებიდან ერთი თავზე დაადასტურა,” _ წერს გამოცემა The Budapest Times.
გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ ჯანგველაძე, იგივე “სუხუმსკი”, იტალიაში რუსეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერის მკვლელობასთან არის დაკავშირებული. ეჭვმიტანილი ქუთაისური კლანის ლიდერია, რომელიც განსაკუთრებით აქტიურობს იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ესპანეთში, ლიტვასა და ჩეხეთში. ევროპოლმა 18 ივნისს ჯანგველაძის დაკავებას “ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაცია უწოდა, რომელიც მან ელიტური, რუსულენოვანი კრიმინალური კლანის წინააღმდეგ ჩაატარა.”
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი მერაბ ჯანგველაძე (მერაბ სუხუმსკი) უნგრელმა სამართალდამცველებმა ბუდაპეშტის ერთერთ სასტუმროში დააკავეს. ის იტალიის ტერიტორიაზე მკვლელობის ჩადენაშია ეჭვმიტანილი.
ამავე დროს, იტალიელ სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ, რომ ბანდა “ქუთაისელებს” რამდენიმე სასტიკი დანაშაული აქვს ჩადენილი იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის, ესპანეთის, ჩეხეთისა და ლიტვის ტერიტორიებზე.
რუსეთის შსს იუწყება, რომ “მერაბ სუხუმსკის” არა ერთი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის, ვარაუდობენ , რომ “დედ ჰასანის” (ალან უსოიანის) მკვლელობაშიც მისი ხელი ურევია.