_ ექსკლუზიურად თქვენთვის, _ “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ოზურგეთში უხელმძღვანელებს ახალგაზრდა ოზურგეთელი მერაბ ჭანუყვაძე, რომელიც წარმოშობით სოფელ შემოქმედიდანაა. ის არის ძალიან კარგი საარჩევნო გამოცდილების, ნიჭიერი, მაღალი რეპუტაციის მქონე ახალგაზრდა, რომელიც დიდი ხანია, ჩემი კარგი მეგობარია. აქვს როგორც ჩემი, ასევე ცენტრალური შტაბის ნდობა. ეს იყო პირადად შტაბის ხელმძღვანელის _ დავით საგანელიძის გადაწყვეტილება. საგანელიძემ გადაწყვეტილება დღეს მიიღო, დამირეკა და შემატყობინა. ერთადერთი, რაც შემიძლია დავამატო, არის ის, რომ ძალიან მოხარული ვარ ამ გადაწყვეტილებით. მერაბი შეძლებს ისეთი შტაბის ჩამოყალიბებას, რომელიც მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ “ ქართული ოცნება“ არ ჩაქრეს და მიაღწიოს უდიდეს ამოცანას _ არჩევნებში გაიმარჯვოს ჩვენმა კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა და გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, _ გვითხრა ზვიად კვაჭანტირაძემ.