რომელიც გურიაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა.
“გურია წელს პრიორიტეტულია. ოზურგეთს, ჩოხატაურს და ლანჩხუთს წელს რეგიონებისთვის განკუთვნილი ფონდიდან იმაზე მეტი თანხა გამოეყო, ვიდრე წინა წლებში. ბოლო სხდომებზეც კი დამატებითი პროექტები, რაც იყო წარმოედგენილი, ოზურგეთს ისიც დაუფინანსდა. დაახლოებით 9, 10 მილიონამდე რეგიონების ფონდიდან მხოლოდ ოზურგეთისთვისაა. მაშინ, როცა წინა წელს 2 მილიონზე მეტიც შეიძლება არ ყოფილიყო. ეს ის პროექტებია, რომლებიც თვითმმართველობებმა შეარჩიეს. ჩვენთან ერთად გაიარეს. ფულის გამოყოფის და პროექტის განხორციელების პრობლემა ცენტრალური ხელისუფლებიდან არ არის. დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული თითქმის ყველა პროექტზე. მთავარია, ახლა ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეძლოს და განახორციელოს ეს პროექტები”, _ განაცხადა შოთა მურღულიამ.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის 85 წლის იუბილეზე სტუმრობისას ბიძინა ივანიშვილს მოუწესრიგებელი გზების ინფრასტრუქტურა გაუკვირდა და მინისტრებს მისთვის ყურადღების მიქცევა დაავალა: “თუ თქვენ არ გაქვთ ფული, მე მოგცემთ”, _ აღნიშნა მაშინ პრემიერმა.