პრესსამსახურის ინფორმაციით, მართლაც შემოსულია ანონიმური ზარი, რომელიც მოსალოდნელი აფეთქების შესახებ სამართალდამცავებს აფრთხილებს.
პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული და წუთი-წუთზე გამნაღმველებიც ადგილზე იქნებიან.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, მოსალოდნელი საშიშროების გამო, დღეს, პარლამენტში ყველანაირი საქმიანობა შეწყდება.
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაში ნაღმია დამონტაჟებული და ის უახლოეს 2 საათში შეიძლება აფეთქდეს.