ერთი თვის განმავლობაში პროექტის ინიციატორებმა გურმანებს, მზარეულებს, კულინარებს, განსაკუთრებით კი მათ, რომელთაც ფოტოხელოვნებაც იზიდავდათ ან უბრალოდ განსაკუთრებული ფანტაზიის უნარით გამოირჩეოდნენ, სპეციალურ კონკურსით შესაძლებლობა მისცეს საკუთარი კულინარული ნიჭი გამოევლინათ.
მათ გადაუღეს, ატვირთეს და დაამტკიცეს, რომ „ის“ მარგებელია! ფოტოკონკურსის პირველი ათეული მარნეულის სასურსათო ქარხანამ საყოფაცხოვრებო ტექნიკით დააჯილდოვა.
კონკურსის “მარგებელი კულინარია” მედია პარტნიორი და მხარდამჭერი რუსთავი 2-ის გადაცემა “სხვა შუადღე” იყო.
რაც შეეხება კონკურსის მეორე ეტაპს, უფრო მეტი სტიმულისათვის კონკურსში მონაწილეებს დამატებითი პრიზის მოპოვების შანსი მიეცათ. II ეტაპი დაკომპლექტდება კონკურსანტების საუკეთესო 20-ულით, რომელთა ფოტოსურათებმაც ყველაზე მეტი ლაიკი მოაგროვეს.
კონკურსნტებმა კულინარიული ნიჭი ახლა უკვე პრაქტიკაში გამოავლინეს – კულინარიის აკადემიაში მათ ფოტოზე აღბეჭდილი კერძი/დესერტი გაცოცხლეს და ჟიურის წევრებს დააგემოვნებინეს.
დეგუსტაციის შემდეგ გამოვლინდა 5 ყველაზე “მარგებელი კულინარი”, რომელიც მარნეულის სასურსათო ქარხანამ მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით დააჯილდოვა. პრიზები ნომინაციების მიხედვით ასე გადანაწილდა:
I ადგილი – “მარგებელი კულინარი “
გიორგი ჯანყარაშვილი
შემწვარი კალმახის ფილე ციტრუსის პიურეთი, ჩათუთქული მწვანე ხახვით, ბარდით და ბარდის პიურეთი
https://www.facebook.com/photo.php?fbid=508455609227469&set=a.500162393390124.1073741857.452118611527836&type=3&theater
II – III ადგილი – “საუკეთესო მარგებელი დესერტი“ და “საუკეთესო მარგებელი კერძი“
სალო კელენჯერიძე
სუფლე კაკლის მურაბით, კენკრით დ ანაყინით.
კონკურსანტი – ფრიდონ კიკილაშვილი
საგაზაფხულო თევზი რაგუ “ფიროსმანი”
https://www.facebook.com/photo.php?fbid=503118013094562&set=pb.452118611527836.-2207520000.1374825524.&type=3&theater
IV – V ადგილი – “მარგებელი კერძი” და “მარგებელი დესერტი“
მერი ჭიჭიაშვილი
ოლივიე კოქტეილის სალსით
https://www.facebook.com/photo.php?fbid=503267413079622&set=a.500162393390124.1073741857.452118611527836&type=3&theater
გიორგი ნინიძე
ხბოს ხორცის ჩანახი (კერძი)
https://www.facebook.com/photo.php?fbid=503268476412849&set=a.500162393390124.1073741857.452118611527836&type=1&ref=nf
“მარგებელ კულინარს” მარნეულის სასურსათო ქარხანა დამატებით ასაჩუქრებს – გამარჯვებულ რეცეპტზე მას სპეციალურ ვიდეო-რგოლს მოუმზადებს, რომელიც განთავსდება კომპანიის ვებგვერდზე! (R)