რომლებიც სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედის მიმდებარედ მდ. ალაზნის ჭალაში, სასაზღვრო ზოლში, ბენზოხერხებით ჭრიდნენ ხეებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული შეტყობინების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამსახურისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ადგილზე შეისწავლეს არსებული სიტუაცია და გამოვლინდა, რომ უკანონოდ მოჭრილი იყო 7 ძირი ვერხვის ჯიშის ხე, 111,09 მ3 საერთო მოცულობით. გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 7 006,76 ლარი შეადგინა. აღნიშნულ ფაქტზე მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს.