მათ აეროპორტში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე დახვდა. ამ წუთებში ისინი კულტურის ცენტრში გამართულ ღონისძიებას ესწრებიან. 4 საათზე იგეგმება პრესკონფერენცია, 6 საათზე კი გაიმართება საქველმოქმედო ამხანაგური მატჩი უკრაინელ და ლანჩხუთელ ვეტერან ფეხბურთელებს შორის.
ლანჩხუთელებმა სტუმრებს უკრაინული ტრადიციული შეხვედრა მოუწყვეს და სტუმრებს პურითა და მარილით დახვდნენ.
ფეხბურთზე მატჩზე პრემიერ-მინისტრსაც ელოდებიან.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე: “მაისის ბოლოს გახლდით უკრაინაში სპონსორის მოსაძებნად და უკრაინელები დაგვეხმარებიან სპონსორის მოძებნაში. რაც შეეხება თამაშს, ვინც ლანჩხუთის “გურიაში” თამშობდა, ყველა მოვა.”