რეჟისორის სტუმრობა „საქართველოს შეიარაღებული ძალების მეგობართა საზოგადოების” ფორმატის ფარგლებში გაიმართა.
რობერტ სტურუას ბაზა დაათვალიერებინა მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ. მისივე მასპინძლობით, რეჟისორი სამხედროებს შეხვდა, მოუყვა თავისი კარიერის შესახებ, გაიხსენა ახალგაზრდობის წლები, ასევე ჯარში მსახურობის პერიოდი და ჯარისკაცების კითხვებს უპასუხა.
შეხვედრამ გულთბილ გარემოში ჩაიარა. ახალგაზრდა სამხედროებს საკმაოდ ბევრი რამ აინტერესებდათ დიდი მაესტროს მოღვაწეობის და სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრის დასასრულს კარისკაცებმა რობერტ სტურუას საჩუქარი გადასცეს, რამაც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა სტუმარზე. საჩუქარი კი იყო სამხედრო ფორმა, რომელზეც როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, რეჟისორის გვარი და თეატრის სიმბოლოა ამოტვიფრული.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს შეიარაღებული ძალების მეგობართა საზოგადოების” ფორმატის ფარგლებში, ქართველი საზოგადო მოღვაწეები სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრებს მუდმივად მართავენ.