მიუხედავად უამრავი დაპირებისა, ლანჩხუთის საავადმყოფოს მედპერსონალი დღემდე 5 თვის ხელფასის მოლოდინშია. როგორც ” გურია ნიუსისთვის ” გახდა ცნობილი, თუ არ მოხდება სახელფასო დავალიანების დაფარვა, “ადითის “ მედპერსონალი გაფიცვას გეგმავს.
_ რამდენი თვეა, უკვე სამართლებრივად ვმოქმედებთ _ დავდივართ სხვადასხვა ინსტანციებში, მაგრამ ხელფასების დარიცხვა მაინც არ მოხდა, მხოლოდ თებერვლის ხელფასი დაგვირიცხეს. არც ის ვიცით, “ადითს ” გაუგრძელდება ხელშეკრულება, გადაბარება დაიწყება, ახალი სპონსორი გამოჩნდება თუ სახელმწიფო ჩაიბარებს საავადმყოფოს. ამჟამად თათბირი გვაქვს ცენტრალურ ოფისში და ვნახოთ რა იქნება, პარასკევს დილით გვეცოდინება, რას მოვიმოქმედებთ. თუ ხელფასები არ დაირიცხება, ვაპირებთ დავიწყოთ გაფიცვა, პარალელურად სარჩელს შევიტანთ სასამართლოში. ხუთი თვეა უხელფასოდ ვმუშაობთ. თუ ხელფასებს არ ჩამოგვირიცხავენ, აუცილებლად გავიფიცებით, _ გვითხრა საავადმყოფოს დირექტორმა თინათინ გოგუაძემ.